შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.





