აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიმართებით მოთმინება ეწურება. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი მოთმინება "ძალიან სწრაფად" იწურება და კვლავ გაიმეორა, რომ "ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება".
"საოცარია, როდესაც პუტინს სურდა ამის გაკეთება, ზელენსკის არ სურდა. როცა ზელენსკის სურდა, პუტინს – არა. ახლა ზელენსკის სურს და პუტინი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ძალიან გადამწყვეტი მოქმედება". - თქვა ტრამპმა.





