საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

კობახიძე: ველოდებით აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას, ჯერჯერობით არსებითად დუმილია

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას. ჩვენთვის მთავარი არის ეს. ჩვენ ველოდებით საქართველოში ელჩის დანიშვნას. თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას. მოთმინებით დაველოდებით.

ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ შეთავაზებასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება. ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.

ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას.

 თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში.

კომენტარები