კობახიძე: 1 თვე ნორმალური ვადა იყო, ეუთო/ODIHR-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით

ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას, ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა, მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია, ამას დღეები სჭირდება რეალურად და ჩამოსულიყვნენ... მარტივად, ერთ თვეში შეეძლოთ.

ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს... ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება, მაგრამ მე მესმის, ეს იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის. თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება, აღარ სურდათ, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ეუთო/ODIHR-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მიწვევა არსებით დაკვირვებას შეუძლებელს ხდის.

კომენტარები