ნარკოდანაშაული

ამოღებულია "გამომშრალი მარიხუანა" - შსს-მ 2 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან, 1990 წელს დაბადებული დ.ზ. და 1993 წელს დაბადებული გ.ზ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები