კოალიციამ ლელო-ძლიერი საქართველო და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის ქალაქების მერობის კანდიდატები წარადგინა.
გთავაზობთ კოალიციის მერობის კანდიდატებს:
ზუგდიდი - გიორგი თოდუა
ხობი - იური ბუკია
ჩოხატაური - ნუგზარ ჩხიკვაძე
ხარაგაული - ინგა მაღრაძე
სამტრედია - ბადრი ვაშაკიძე
ხონი - გელა ბობოხიძე. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის კანდიდატების წარდგენის ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან საზღვარგარეთ იმყოფება.
ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება.





