2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ზურაბიშვილი: მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები მშვიდობიან აქციაზე

მე მინდა პირველ რიგში ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო "ვითომცდა სამართლიანი, არაჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები", რაც ხვალ ჩატარდება და ამავდროულად დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება.

ეს არის ტყუილი - არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვა საზოგადოების, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად გამოდის უკვე 300 დღეზე მეტია და უკვე რეალურად 1 წელი, რამეთუ ეს დაიწყო შარშან არჩევნების შემდეგ და ნიშნავდა, რომ არ ვაღიარებთ ჩვენს გაყალბებულ არჩევნებს.

ეს ხალხი ვინც გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა და დაიბრუნოს არჩევნები ის ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით, რაც ხვალ ჩატარდება.

არც "გამოგლეჯვის", არც გამოსწორების შანსი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები - ამის მაგალითი ვნახეთ ჩვენ რუსეთშიც.

[...] ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე, ჩვენ არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში - ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან აქციაზე და კიდევ ვიქნები, სანამ საჭირო იქნება ბოლომდე

 თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
 

კომენტარები