2025 წელს გარდაცვლილები

იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"დიდი მწუხარებით, არმანის ჯგუფი იუწყება, რომ მისი შექმნელი, დამფუძნებელი და მამოძრავებელი ძალა, ჯორჯო არმანი გარდაიცვალა.

ბატონო არმანი ბოლო დღეებამდე დაუღალავად მუშაობდა, ის მისი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი მილანში, შაბათს და კვირას, დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, ჯორჯო არმანი მისი ბრენდის ბოლო ჩვენებას პირველად ვერ დაესწრო - ის საზოგადოებისთვის უცნობ დაავადებას ებრძოდა.

კომენტარები