ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.
თავდაპირველად, ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. მათი ცნობით, ირაკლი დგებუაძე პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.





