აშშ-ვენესუელა

ტრამპი: ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე აშშ-ს დარტყმის შედეგად 11 ტერორისტია მოკლული

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ კარიბის ზღვაში, ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე დარტყმის შედეგად 11 ადამიანია მოკლული.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ხომალდი ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.

"დარტყმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ტერორისტები ზღვაში, საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ და უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდათ აშშ-სკენ. დარტყმის შედეგად 11 ტერორისტია მოკლული. ამ დარტყმის შედეგად აშშ-ს არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. გთხოვთ, ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც აშშ-ში ნარკოტიკების შემოტანაზე ფიქრობს. ფრთხილად იყავით! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!". - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.

ამასთან, ტრამპის თქმით, ხომალდი კრიმინალურ ორგანიზაცია Tren de Aragua-ს ეკუთვნოდა, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის, "ნიკოლას მადუროს კონტროლის ქვეშ მოქმედი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია მასობრივ მკვლელობებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, სექს-ტრეფიკინგზე, ასევე ძალადობისა და ტერორისტულ აქტებზე აშშ-ს და დასავლეთ ნახევარსფეროში.

კომენტარები