სტიქია სუდანში

სუდანში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა, დასახლებაში მხოლოდ 1 ადამიანი გადარჩა

სუდანის დასავლეთ ნაწილში, მარა მთებში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მედია სამხედრო დაჯგუფება სუდანის გათავისუფლების არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამბოხებული ჯგუფის ცნობით, მარას მაღალმთიანი რეგიონის სოფელ ტარასინში მეწყერი რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

მათი განცხადებით,  დასახლებაში სტიქიის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.

სუდანის გათავისუფლების არმია გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც BBC აღნიშნავს, სუდანის გათავისუფლების არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, დარფურიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სწორედ მარას რეგიონს შეაფარეს თავი.

კომენტარები