ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩი: უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოებაზე მიზანმიმართულად ვმუშაობდი

მე უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოებაზე მიზანმიმართულად ვმუშაობდი. ჩემთვის საბოლოო მიზანი უკრაინის ევროკავშირში შესვლა იყო, სხვა საქმეა, რომ ევროკავშირელი პარტნიორები ხშირად მოლაპარაკებების დროს რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იქცეოდნენ. არ ავლენდნენ რთული ეკონომიკური სიტუაციის ცოდნას. მაგრამ, ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისა. ყოველთვის ნათლად ვხვდებოდი, რომ ეს არის კატასტროფა უკრაინისთვის, გზა არსაით, სამოქალაქო ომისკენ.

თქვა კრემლის მედია Ria-სთან საუბარში რუსეთში გაქცეულმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა.

კომენტარები