ნორვეგიის სამხედრო დახმარება უკრაინას

უკრაინა ნორვეგიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის $700 მილიონს მიიღებს

უკრაინა ნორვეგიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის მიზნით $700-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს.

ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ოფიციალურ საიტზე ავრცელებს.

ნორვეგიის მიერ შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინა გერმანიიდან მიიღებს.

"გერმანიასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინამ მიიღოს მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანია და ნორვეგია მჭიდროდ თანამშრომლობენ იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა". – განაცხადა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტიორემ.

ქვეყნები Patriot-ის ტიპის ორი საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას აფინანსებენ. გარდა ამისა ნორვეგია რადიოლოკაციური სადგურის, Hensoldt-ისა და საჰაერო თავდაცვის სისტემა Kongsberg-ის შესყიდვაში იღებს მონაწილეობს. დაფინანსდება ასევე საჰაერო სისტემებისთვის საჭირო რაკეტებიც.

კომენტარები