ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება.
"უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი!" - თქვა კუპრაძემ.
კუპრაძე პარტიებმა რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე ერთობლივად წარადგინეს.
ვიცე-მერობის კანდიდატად კუპრაძემ წარადგინა ალეკო ელისაშვილი და გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორი პარტიიდან გიორგი შარაშიძე იქნება.



!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)

