აქციებზე დაკავებულები

აქციების დროს დაკავებული 8 პირის განაჩენს თამარ მჭედლიშვილი 1 სექტემბერს გამოაცხადებს

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და გიორგი გორგაძის საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს პირველ სექტემბერს გამოაცხადებს. იქამდე, 25 და 27 აგვისტოს სხდომებზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან, ბრალდებულები კი, საბოლოო სიტყვოთ ისარგებლებენ.

18 აგვისტოს სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. მათი მტკიცებით, ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა ჩაიდინეს და დააზიანეს პოლიციელები.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება - მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები