ვაშინგტონის სამიტი

ვაშინგტონის შეხვედრას მაკრონი, მერცი, მელონი, სტარმერი, სტუბი და რუტე დაესწრებიან

18 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას ევროპის ლიდერებიც დაესწრებიან.

შეხვედრაზე ტრამპისა და ზელენსკის გარდა იქნებიან:

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი;
  • გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი;
  • იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი,;
  • გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი,;
  • ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი;
  • NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე;
  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი;

15 აგვისტოს, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეხვდნენ.

18 აგვისტოს შეხვედრაზე ტრამპი ზელენსკის პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს გააცნობს.

კომენტარები