რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა მისიის შესრულების დროს, სავარაუდოდ, ავიაგამანადგურებელი დაკარგა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა კუნძულ ზმეინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისიის შესრულების დროს, სავარაუდოდ, Су-30СМ-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი დაკარგა.

საზღვაო ძალების ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვამ საბრძოლო თვითმფრინავს რადიოკომუნიკაციები ჩაუჭრა, რომელიც თვითმფრინავთან კავშირის დაკარგვაზე მიუთითებდა. რუსეთის ძალებმა კი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს და გავრცელებული ცნობების თანახმად, თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნეს. პილოტები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.

მანამდე, 2 მაისს უკრაინამ ორი Су-30СМ-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, ერთი კვირის შემდეგ კი კიდევ ერთი ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის დაზიანების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კომენტარები