კრიმინალი

მთვრალმა ერთი პირი მინის ბოთლით დაჭრა – აჭარაში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1991 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 2000 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.გ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,მგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები