რუსეთში, ქალაქ სოჭში ფალსიფიცირებული ჭაჭის დალევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
6 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფის შესახებ, რომლებმაც სოჭის ერთ-ერთ ბაზარში სახლში დამზადებული ჭაჭა შეიძინეს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, 3 მათგანი ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ჯამში უხარისხო ალკოჰოლის მიღების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
სამართალდამცავებმა ორი ეჭვმიტანილი, 71 და 30 წლის ქალი დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.
გამოძიებამ საქმე შემდეგი მუხლით აღძრა: პროდუქტის წარმოება ან გაყიდვა, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომელმაც 2 ან მეტი ადამიანის დაუდევრობით სიკვდილი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალკოჰოლის გამყიდვლებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





