იაპონია

წყნარ ოკეანეში იაპონური ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო

იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების F-2 ტიპის ავიაგამანადგურებელი

Kyodo News-ის ინფორმაციით, იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების F-2A ტიპის ავიაგამანადგურებელი 7 აგვისტოს იაპონიის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, საწვრთნელი ფრენიის დროს ჩამოვარდა. პოლიტმა კატაპულტირება მოასწრო და ის მაშველებმა უკვე გადაარჩინეს. 

იაპონური მედიის ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი იბარაკის პრეფექტურის სიახლოვეს ადგილობრივი დროით 12:35 საათზე ჩამოვარდა. NHK-ის ცნობით, პილოტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამ დროისთვის კი დამატებითი დეტალები უცნობია. 

კომენტარები