გამოცემა Reuters თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პუტინს შეხვედრის შემდეგ 8 აგვისტოს მეორადი სანქციების დაწესება კვლავ იგეგმება.
წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა 8 აგვისტოს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის მეორადი სანქციების დაწესება კვლავ იგეგმება.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან "პროდუქტიული შეხვედრა" ჰქონდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
დღეს, 6 აგვისტოს, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამის ბრაძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენის გამო ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შედეგადაც ინდოეთის საქონელზე დაწესებული ტარიფების რაოდენობა ჯამში 50% გახდა.
იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.
ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.





