ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქცია და ჯართი.
რა გზითაც შექმნეს დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი ჯამში 20 336 923 ლარის ოდენობით. ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ, ჩათვლილ იქნა დღგ ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 185-ე მხულის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმროაბს ითვალისიწნებს. ასევე 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ისჯება პატიმრობით 4-დან 7 წლამდე ვადით.





