გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტა Искандер-М-ის და 46 ერთეული Shahed-ის ტიპის დრონის გამოყენებით თავს დაესხა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 29 დრონის განადგურება შეძლეს, 17-მა კი მიზანს მიაღწია. მედიის ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური დარტყმები ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ლოზოვაიამ გასულ ღამეს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერია. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სექტორი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დრონები კურსკიდან, ბრიანსკიდან, ორიოლიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გამოუშვეს, ბალისტიკური რაკეტა კი ბრიანსკის ოლქიდან ისროლეს.





