უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა რუსეთის უახლესი ატომური წყალქვეშა ნავის, К-555 "Князь Пожарский"-ის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვეს.
დეპარტამენტის მიხედვით, დოკუმენტები ეკიპაჟის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან ერთად მოიცავს ხომალდის საბრძოლო და სისტემების გადარჩენადობის სქემებს.
ასევე ეკიპაჟისთვის განკუთვნილ საბრძოლო მითითებებს, წყალქვეშა ნავის საინჟინრო დოკუმენტაციასა და ეკიპაჟის შემადგენლობის სიას, მათ შორის, წევრების თანამდებობების, კვალიფიკაციებისა და ფიზიკური მზაობის შესახებ.
ამას გარდა, დოკუმენტები მოიცავს ინსტრუქციებს სხვადასხვა სახის პროცედურებისთვის, მათ შორის დაჭრილების გადაყვანისა და ხომალდის ბუქსირებისთვის.
"პროექტ 955 "Борей-A-ს" წყალქვეშა ნავები კრემლის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ ძირითადი ნაწილია. წყალქვეშა ნავებს 16 გამშვები პლატფორმა აქვთ P-30 Булава-30-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის, რომელთაგანაც თითოეულს 10-მდე ქობინის გადატანა შეუძლია." - წერია ГУР-ის განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, "Князь Пожарский" რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავების დანაყოფის ნაწილი ოფიციალურად 2025 წლის 24 ივლისს გახდა.
ГУР-ის განცხადების მიხედვით, მოპოვებული დოკუმენტები მათ საშუალებას მისცემს, დაადგინონ არა მხოლოდ "Князь Пожарский-ის," არამედ ზოგადად პროექტ 955A-ს თვისებები და ტექნიკური შეზღუდვებიც, რაც "გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის იმპერიული მითის მხარდაჭერაში."





