ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

სტარმერის თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

თუ სექტემბერში ისრაელი ღაზაში არსებულ კრიზისის მოსაგვარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს, გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. 

ამის შესახებ სტარმერმა კაბინეტთან სპეციალური შეხვედრის დროს ისაუბრა. 

"ახლა სწორი დრო იყო ამ პოზიციის წინ წამოსაწევად" – თქვა სტარმერმა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინსტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი მძევალი, განიარაღდეს და აღიაროს, რომ ღაზაში მომავალ ხელისუფლებაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. 

კომენტარები