საქართველო-რუსეთი

ნამდვილი პროვოკაციაა – რუსი დეპუტატი ფარიკაობის აქციაზე რუსეთის დროშის დაწვაზე

РИА Новости 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ირინა როდნინამ თბილისში ფარიკაობის ჩემპიონატის დროს გამართულ დემონსტრაციაზე რუსეთის დროშის დაწვას "პროვოკაცია" უწოდა. მისივე მტკიცებით, ეს "ცალკეული" შემთხვევაა და მასზე "გულშემატკივრების, ერების, ან ქვეყნის" გავლენა არ ყოფილა. 

როდნინა, რომელიც ფიგურული სრიალის ოლიმპიური ჩემპიონია, ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, РИА Новости-ს ელაპარაკა

"სამწუხაროდ, ბოლო წლებში მრავალმა იხილა ასეთი მომენტი. ეს ნამდვილი პროვოკაციაა! მით უმეტეს ცხადია, რომ ძალიან ხშირად ეს არ არის გულშემატკივრების, ერების ან იმ ქვეყნების გავლენა, რომლებიც მასპინძლობენ, არამედ ცალკეული ოინებია. ეს, სამწუხაროდ, ყოველთვის იყო. რა თქმა უნდა, დროშები არ დაუწვიათ, მაგრამ საწინააღმდეგო გამოსვლები ყოველთვის ყოფილა". - თქვა როდნინამ. 

22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს, შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები. დემონსტრაციას "რუსოფობიული" უწოდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ.

კომენტარები