24 ივლისს სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის (NIS) ბრიფინგზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად რუსეთში დამატებითი ჯარისკაცები გაგზავნოს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ფხენიანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ აგრძელებს.
სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრმა, ლი სონგ-კვენმა დახურული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ NIS-ის აზრით, რომ სავარაუდოდ, რუსეთი ივლისში ან აგვისტოში უკრაინის მიმართულებით მასშტაბური შეტევისთვის ემზადება.
"დამატებითი ძალების გაგზავნის სავარაუდო დრო შესაძლოა უკვე ივლისი ან აგვისტო იყოს" - აღნიშნა ლიმ და დაამატა, რომ უწყებამ ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ახალი სამხედრო მობილიზაციის დაწყებისა და რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების მაღალჩინოსნის ფხენიანში ბოლო ვიზიტის საფუძველზე შეაფასა.
ლის თქმით, ჩრდილოეთ კორეა საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების სანაცვლიდ ფხენიანი, სავარაუდოდ, მოსკოვისგან თანამგზავრების გაშვებისა და რაკეტების მართვის სისტემების მიმართულებით ტექნიკურ დახმარებას იღებს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ.





