ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.





