2025 წელს გარდაცვლილები

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოზი ოსბორნი
Ross Halfin

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი, Black Sabbath-ის სოლისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ ყველას, რომ ასეთ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს," - წერია ოსბორნის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა. 

ოსბორნმა ბოლო კონცერტი 5 ივლისს გამართა, როცა Black Sabbath ორიგინალი წევრები 2005 წლის შემდეგ პირველად კვლავ შეიკრიბნენ.

კომენტარები