საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 934.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 3 234.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 13.7%-ით], ხოლო იმპორტი 8 699.3 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 12.4%-ით].
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივნისში, 5 464.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 464.6 მილიონი. აშშ დოლარი), აშშ (1 324.6 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 282.9 მილიონი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (681.3 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 69% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 11.5%, დანარჩენი ქვეყნების კი - 19.5%.
2025 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 217.1 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 174.6 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 123.2 მილიონი აშშ დოლარით (3.8%).
2025 წლის იანვარ-ივნისში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 294.8 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (1 283.2 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (950.5 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 24.4% იყო, დსთ-სი - 18.7%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.9%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 662.6 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.1% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 601.9 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა (სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 5.5%).





