პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 15 ივლისს განაცხადა, რომ "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის" დაცვის მიზნით ქვეყნიდან საქართველოს 27 მოქალაქისა და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
"მოლდოვის მოქალაქეებს შორის, 9 კაცს წარსულში დანაშაული ჰქონდა დადგენილი. ერთ-ერთი ქართველის წინააღმდეგ ქურდობისთვის 12-ჯერ იყო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. დანარჩენები კი, მათ შორის, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვისა და პოლონეთში არალეგალურად დარჩენისთვის იყვნენ დაკავებულნი." - განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ ისეთი პირებიც, რომლებიც პოლონეთის საზღვრის არალეგალურ გადაკვეთაში სხვებს ეხმარებოდნენ.
სასაზღვრო სამსახურმა X-ზე გავრცელებულ პოსტს ასევე თან დაურთო დეპორტაციის პროცესის ამსახველი ვიდეოც:





