გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის თქმით, ისინი ბაჩიაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.
ადვოკატის აზრით, რისკები ყველგანაა, თუმცა უფრო მაღალია იმავე დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში.
"მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, რისკის ქვეშ არის ის პენიტენციურ სისტემაში ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ეს რისკები, სავარაუდოდ, უფრო მაღალი არის იმავე დაწესებულებაში, სადაც 11 ივლისის ინციდენტი მოხდა, ამიტომ უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომ ის მე-12 დაწესებულებაში იქნეს დაბრუნებული." - უთხრა ფორმულას ჟურნალისტს დავით ჯანდიერმა.
ადვოკატმა ტელეკომპანიასთან საუბრისას აგრეთვე აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ბაჩიაშვილს თავიდანვე აგრესიული იყო, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა კი არაფერი გააკეთეს დანაშაულის აღსაკვეთად.
"ის ადამიანი, რომელიც შემოვიდა მაშინვე იყო აგრესიული, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, დაიწყო გინება, დაიწყო რტყმევა, დაიწყო მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება გიორგისთვის, რისი არავითარი საფუძველი არ არსებობდა - ეს ერთი. და მეორე, სრული პასიურობა ციხის თანამშრომლის, როდესაც საკნის კარი გამოაღო და კი არ შეაჩერა ან დაუძახა მის თანამშრომლებს იმისათვის, რომ აღკვეთილიყო უმძიმესი დანაშაული, არამედ მისი ნებართვის, ასე ვთქვათ, პასიურობის ქვეშ გაგრძელდა იმიტომ, რომ თავდამსხმელმა ამის შესახებ უთხრა. ეს გიორგის აქვს მითითებული თავის ჩანაწერში. […] ასე რომ ეს არ არის ორ სუბიექტს შორის რაღაც პრობლემა, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული კითხვის ნიშნებით სწორედ პენიტენციური სამსახურის მიმართ." - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვნეს.
ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.
ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესაც ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.
ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, გლდანის მერვე დაწესებულებაში ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.





