ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





