გუშინ ღამით რუსეთმა კიდევ ერთი მასობრივი იერიში მიიტანა უკრაინაზე. მთავარი სამიზნე ჩვენი დედაქალაქი, კიევი იყო. თავდასხმა მოიცავდა რუსულ-ირანულ "შაჰედის" დრონებს. ეს დრონები ძლიერაა გაუმჯობესებული იმისთვის, რომ მეტი ნგრევა გამოიწვიონ და მათი ჩამოგდება რთული იყოს.
უკრაინელებს ახლა ყოველ ღამით ასობით დრონით თავდასხმასთან გამკლავება უწევთ და ეს წმინდა სახის ტერორიზმია. წინა ღამით მათ [რუსებმა] 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს. ამ ღამით - თითქმის 400 და ისინი ცდილობენ, რომ ასე რაც შეიძლება ხშირად მოიქცნენ და სწორედ ეს სურს პუტინს, რომ ჩვენი ხალხი დაიტანჯოს, რომ ისინი უკრაინიდან გაიქცნენ და რომ უშუალოდ სიცოცხლისთვის [საჭირო] სკოლები და სახლები ყველგან განადგურდეს, არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან.
[...] გუშინ ღამით მხოლოდ კიევში 2 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. სრულად განადგურდა სამედიცინო ლაბორატორია, საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, ვეტერინარული კლინიკა და უბრალო საქალაქო ინფრასტრუქტურა, ყველაფერი დაზიანდა. ეს მოხდა მრავალი დრონისა და რაკეტის ჩამოგდების მიუხედავად. ნაწილმა მაინც შეძლო გარღვევა.
პირველ რიგში ამას უნდა დავუთმოთ ყურადღება - უნდა შევაჩეროთ რუსული დრონები და რაკეტები - ეს ნიშნავს მეტი საჰაერო თავდაცვის მიწოდებას და მეტ ინვესტიციას ჩამომგდებ დრონებში, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და, რა თქმა უნდა, რაკეტებში. მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორს: გაზარდეთ თქვენი ინვესტიცია. როცა რუსეთი თავის იერიშებს აძლიერებს, დრონების წარმოების დაფინანსებაში დეფიციტი არ უნდა გვქონდეს.





