შარდის ნიმუშებში სხვადასხვა კანონიერი და უკანონო ნივთიერებების ან მათი მეტაბოლიტების აღმოჩენის დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მრავალ ურთიერთქმედით ფაქტორზე, მათ შორის:
- კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ქიმიური შემადგენლობა
- მეტაბოლიზმის სიჩქარე და გამოყოფის გზები
- მიღებული დოზის რაოდენობა, მიღების გზა, სიხშირე და მიღებული დოზის ქრონიკულობა
- ანალიზის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა
- მომხმარებლის ფიზიკური ჯანმრთელობის, ვარჯიშის, დიეტის, წონის, სქესისა და სითხის მიღების ინდივიდუალური ვარიაციები, რომლებიც გავლენას ახდენს გამოყოფის სიჩქარეზე
ნარკოტიკული ნივთიერებების უმეტესობის მოხმარების კვალი საშუალოდ 2-4 დღეში გადის, თუმცა, რაც უფრო მაღალია მიღებული დოზა და რაც უფრო ხშირად გამოიყენება ნივთიერება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მით უფრო მაღალია მისი გამოვლენის ალბათობა. მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერებები სხვადასხვა სიჩქარით გამოიყოფა, მუდმივი მოხმარების შემთხვევაში ისინი ორგანიზმში გროვდებიან.
როდესაც კოკაინის ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაში შარდში მისი კვალის მიგნება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში კვალი მოხმარების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგაც ჩანს.
მაგალითისთვის, მარიხუანას, PCP-ს და ბენზოდიაზეპინების ქრონიკული მოხმარება ვლინდება 30 დღის განმავლობაში, როდესაც ალკოჰოლი შარდში მხოლოდ 24 ან ნაკლები საათის განმავლობაში რჩება.
რომელი ნარკოტიკული ნივთიერება რამდენ ხანს რჩება შარდში?
მორფინი 1-3 დღე (იშვიათი მოხმარების შემთხვევაში)/4-5 დღე (ხშირი მოხმარების შემთხვევაში)
ბუპრენოფინი (სუბოტექსი) 2-4 დღე/6-8 დღე
ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC, მარიხუანა) 1-3 დღე/5-10 დღე/30 დღემდე
ამფეტამინი (სპიდი) 2-3 დღე/4-5 დღე
მეტამფეტამინი 2-4 დღე/5-6 დღე
ექსტაზი/MDMA 1-5 დღე
კოკაინი 1-2 დღე/3-5 დღე
მეტადონი 2-4 დღე/5-7 დღე [სპეციალისტების ცნობით, მეტადონის მეტაბოლიტები შესაძლოა დარჩეს 2-3 კვირამდეც]
ტრამადოლი 1-3 დღე/4-6 დღე
ბენზოდიაზეპინები (ქსანაქსი, ვალიუმი და ა.შ.) 3-5 დღე/10-30 დღე
PVP (ალფა პვპ, ფლაკა) 1-2 დღე/3-5 დღე
K2, K3 (სინთეტიკური კანაბინოიდები) 1-3 დღე/4-7 დღე
კათინონები (ე.წ. აბაზანის მარილები, მაგ. მეფედრონი) 1-2 დღე/3-5 დღე
დისოციაციური ნივთიერებები (მაგ. კეტამინი) 1-3 დღე/4-5 დღე
ჰალუცინოგენები (მაგ. LSD) 1-2 დღე/1-3 დღემდე
ფსილობიცინი (ე.წ. ჯადოსნური სოკო) 6-24 საათი/1-2 დღე
წყარო: National Institute on Drug Abuse (NIDA), British Columbia Centre on Substance Use, ARUP Laboratories




