მე სერიოზულად შეშფოთებული ვარ რამდენიმე მოწინავე ქართველ ოპოზიციონერზე, მათ შორის ბატონ ჯაფარიძეზე, ბატონ ხაზარაძეზე და ბატონ ვაშაძეზე გამოტანილი ბოლო განაჩენებით. ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა მომავალ არჩევნებზე პოლიტიკური ოპოზიციის დაბლოკვას. [...]
მე მუდამ გამოვთქვამდი ჩემს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის გაუარესების ტრაექტორიის მიმართ, რამაც ცუდი გავლენა იქონია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. მიმდინარე ვითარების ნებისმიერი შეფასება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბატონი ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცედ გრძელდება და ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტებისკენ ტრაექტორიის ნებისმიერ შემობრუნებას.





