ჟიტომირის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბუნეჩკოს ინფორმაციით, ქალაქ ჟიტომირის სიახლოვეს ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება სოფელ ბერეზინის სიახლოვეს 18:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური, საგამოძიებო ჯგუფები, პატრულის თანამშრომლები და მედიკოსები მუშაობენ.
ჟიტომირის საკრებულოს ცნობით, აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. "კიევის მიმართულებით გზატკეცილზე აფეთქება მოხდა გაზგასამართ სადგურზე. ამჯერად ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ყველა საგანგებო სამსახური ადგილზე მყისიერად გამოჩნდა. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ინფორმაცია განახლებადია," წერია საკრებულოს განცხადებაში.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინციდენტის ამსახველი კადრებიც:




