საქართველოში HBO Max სტრიმინგ სერვისი შემოდის - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრიმინგ პლატფორმა, HBO Max საქართველოში შემოდის - ის ქართველი მომხმარებელისთვის მიმდინარე წლის ივლისის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

Warner Bros. Discovery-ის საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმა 2020 წლის მაისიდან ფუნქციონირებს და მის მომხმარებელს საგულისხმოდ მდიდარ ვიდეოთეკას სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ქართველი მაყურებელი მალე ოფიციალურად მიიღებს წვდომას ისეთ პოპულარულ ტელესერიალებსა და შოუებზე, როგორებიცაა:

  • The Sopranos,
  • The Last of Us,
  • The White Lotus,
  • Peacemaker,
  • Sex and the City,
  • The Big Bang Theory,
  • Friends,
  • House of Dragons 

HBO Max-ის ოფიციალურ საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან, პლატფორმაა ხელმისაწვდომი გახდება 12 ახალი ქვეყნისთვის

სიაში შედიან: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა და ტაჯიკეთი.

ქართველი მომხმარებელისთვის HBO Max-ის ორი ტიპის სააბონენტო პაკეტი იქნება ხელმისაწვდომი:

სტანდარტული პაკეტი – რომლის ღირებულება თვეში €9.99 ან წელიწადში €99.90 იქნება - აღნიშნული პაკეტით სტრიმინგი ერთდროულად ორ მოწყობილობაზეა შესაძლებელი, ფილმებისა და სერიალების სრულ, HD ხარისხით ყურების ფუნქციითა და 30-მდე გადმოწერის შესაძლებლობით.

პრემიუმ პაკეტი – რომლის ღირებულებაც თვეში €11.99 ან წელიწადში €119 იქნება. ამ პაკეტის მფლობელებს სტრიმინგი ერთდროულად ოთხ მოწყობილობაზე შეეძლებათ, 4K ხარისხში, 100-მდე შოუსა და ფილმის გადმოწერის შესაძლებლობით.

გადახდა შესაძლებელი იქნება Visa, Mastercard, Amex, PayPal-ის მეშვეობით, ან პირდაპირ აპლიკაციიდან (Apple App Store, Google Play Store და Samsung Checkout).

კომენტარები