თვითმმართველობის არჩევნები 2025

ჩერგოლეიშვილი: ექსტრემიზმი არ არის, რომ რასაც არჩევნებს უწოდებთ, ჩვენ ფარსი ვუწოდოთ

ექსტრემიზმზე საუბრობს და ოქსფორდის ლექსიკონიდან მოჰყავს განმარტება, იქვე ამბობს სულხან-საბას ლექსიკონსაც გამოვიყენებდიო, მინდა რომ ეძებოს სიტყვის კონაში სიტყვა ექსტრემიზმი.

უკიდურესი ზომების გამოყენებას ნიშნავსო და ექსტრემიზმი ზუსტად მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველთვის ცუდი არ არის, მაგალითად, სამართლიანობის დაცვისა და სამართლიანი საზოგადოების მისაღწევად უკიდურესი ზომების გამოყენება ცუდი არ შეიძლება იყოს. მაგალითად, ყველა მოსამართლის დათხოვნა იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს. მაგალითად, ექსტრემიზმი თავისუფლების დაცვაში ცუდი საერთოდ არ არის...

ახლა მე გეტყვით, რა არის ექსტრემიზმი ცუდი გაგებით, რადგან ეს სიტყვა შეიძლება ძალიან უარყოფითი მნიშვნელობითაც არსებობდეს და მეტწილად უარყოფითი მნიშვნელობით არსებობს. ბიძინას ცხოველების ფერმიდან ამ ზღვის გოჭს მინდა ვუთხრა შემდეგი: ექსტრემიზმი არის ასობით ნაცემი და ნაწამები პატრიოტი ახალგაზრდა რომ არსებობს და არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი - ეგ არის ექსტრემიზმი

ექსტრემიზმი არის ოჯახსა და ღირსებაზე საუბრით რომ გაგვაყრუეთ და ამასობაში პედოფილიის ეპიდემია რომ მძვინვარებს და შსს და უსაფრთხოების სტრუქტურები ნაცვლად მოსახლეობის ამ პედოფილიის ეპიდემიისგან დაცვისა, რომ დგანან და საჯარო და არასაჯარო პირების ფეისბუქებს ქექავენ - შემთხვევით ბიძინას ცხოველების ფერმის რომელიმე ეგზემპლარს შეურაცხყოფა ხომ არ მიაყენა რომელიმე გამწარებულმა მოქალაქემ ან საჯარო პირმა.

ექსტრემიზმი იცით რა არის? პოლიციელის აწითლებული ლოყისთვის ადამიანს 7 წლით ციხეში რომ სვამ, მაშინ, როდესაც ბათუმში პედოფილიისთვის გასამართლებული ადამიანი პირობითით გამოუშვით და ციხეში ძალიან ცოტა დრო გაატარა.

ექსტრემიზმი იცით რა არის? საკუთარ ამომრჩეველს რომ დაპირდები ღირსებით უნდა წაგიყვანო იქ, სადაც გინდაო და მოიგებ თუ არა შენს ჭკუაში და მიიტაცებ ძალაუფლებას, ეგრევე რომ გადააგდებ - აი, ეგ არის ექსტრემიზმი;

ექსტრემიზმი იცით რა არის? ის ქაოსი და განუკითხაობა, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტებისთვის, არამედ მისივე მხარდამჭერებისთვის - ეგ არის ექსტრემიზმი ცუდი გაგებით. 

და თქვენ უნდა დასრულდეთ და დიახ, ქვეყანაში, სადაც არჩევანისთვის ადამიანებს ასამართლებენ, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც წინასწარ პატიმრობაში ათავსებენ ადამიანებს, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, სადაც პედოფილებს ამართლებენ და მტკიცებულების გარეშე ადამიანებს თავისუფლებას ართმევენ - აქ არ შეიძლება რომ არჩევნები არსებობდეს და ექსტრემიზმი ნამდვილად არ არის ის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, რასაც თქვენ არჩევნებს უწოდებთ, ჩვენ იმას ფარსი ვუწოდოთ... პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა რომ გყავთ ციხეში, ეგ არის ექსტრემიზმი, ეგ არის ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ ყველაფერს თესავს ბიძინა ივანიშვილი.

ბოიკოტი ექსტრემისტული ზომა კი არ არის, ერთადერთი ადეკვატური ზომაა იმ განუკითხაობაზე, სპექტაკლსა და ფარსზე, რასაც თქვენ დგამთ.

მიმართა ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის ფაქტი, რომ გია ჯაფარიძეს, ჩერგოლეიშვილს, ტაბულას და მსგავს ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემისტული დღის წესრიგი."

კომენტარები