ქართული ოცნება

გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, საქართველოს საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრის, ბენჟამენ ჰადადის მიხედვით, ქართული ოცნების ავტორიტარულ პოლიტიკაზე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი იყო. 

ჰადადის თქმით, მმართველი ძალის მიერ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევა უპასუხოდ არ დარჩება.

"ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს, მე საქართველოში არსებული სიტუაციის საკითხზე მივიღე მონაწილეობა სტივენ დაუთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ" – წერს ჰადადი. 

კომენტარები