იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის - მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს, ჩვეულებრივი უმრავლესობით - აქაც, პრობლემა არ იქნებოდა, არც ყოფილა არასდროს.
თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი - მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას.
დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს - რაც შეეხება მანდატებს, ეს მანდატები მათ თავად გაიუქმეს.
პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით.
როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებში, ღალატობს თავის ამომრჩეველს - შატალოზე არის [გიორგი გახარია] რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ისინი დაკარგავენ მანდატებს.
პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხევდრებზე და ცალი მხრის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი არა.
თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი.





