წულუკიანის კომისია

ვაშაძე: წულუკიანს ე.წ. კომისიაზე ისევ დავუბარებივარ, ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ

წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.

კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!

დაწერა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის პარტიის ოფისში დააპატიმრეს.

კომენტარები