წულუკიანის კომისია

ზურაბიშვილი: 1 კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს

ალბათ, მიმდინარე კვირა ყველასთვის ძალიან მძიმეა. 1 კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. მაგრამ, ეს არაა იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის, რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა.

ასე გამოეხმაურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები