რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

363 დრონი, 8 რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა

უკრაინის სამაშველო სამსახური

27 ივნისს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 363 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 რაკეტით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 217 საჰაერო სამიზნე.

გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 148 საჰაერო სამიზნე.

"იერიშის შედეგად 3 ლოკაციაზე დაზიანდა შენობები, გარდა ამისა, 8 ლოკაციაზე ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.

საჰაერო იერიში მოგერიებაში ასევე მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები