ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - გასული 12 თვის საანგარიშო პერიოდში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტრო სადგური.
[…] ენერგეტიკის მიმართულებით, ჩვენ მოგეხსენებათ, გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის, საქართველო გვინდა გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა.
ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები - გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში და ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის განვითარების დაჩქარებას.





