vogue

37 წლის შემდეგ, ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიცია დატოვა

ანა ვინტური

ამერიკული Vogue-ის მთავარმა რედაქტორი, ანა ვინტური გადადგა. ამ პოზიციას ვინტური 1988 წლიდან, 37 წლის განმავლობაში იკავებდა. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება. 

ვინტურმა გადადგომის გადაწყვეტილება დღეს, 26 ივნისს თანამშრომლების შეკრებაზე გაახმოვანა. 

ამავე ცნობებით, ვინტური Vogue-ის გლობალური რედაქციის დირექტორისა და Condé Nast-ის კონტენტის მთავარი ხელმძღვანელის თანამდებობებს შეინარჩუნებს. 

Vogue-ის ამერიკული გამოცემის ახალი მთავარი რედაქტორის შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო. 

კომენტარები