წულუკიანის კომისია

წულუკიანი კომისიაზე: სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ენმ ანტიქართული რეჟიმი იყო

გამოიკვეთა ისეთი მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს დასკვნაში ასახვას. როგორც დოკუმენტურად იკვეთება, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა რევოლუცია, ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ მერეც, როცა უკვე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ისინი ხელისუფლებაში და ამ დარბაზში შემოვიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამაზე ნათქვამი აქვს თავისი სიტყვა სტრასბურგის სასამართლოს, მაშინ ცესკოს ხელმძღვანელობდა ბატონი ჭიაბერაშვილი და ეს ის თემაა, რომელიც გამოიკვეთა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასკვნის შესავალში იქნება მოხსენიებული, თუ ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ამ მიმართულებაზე მანდატი არ გვაქვს და ისევე ძირფესვიანად გამოკვლეული ვერ იქნება. მაგრამ შესავალ ნაწილში ეს იქნება სათანადოდ ნაჩვენები, რომ ხელისუფლებაში მოვიდა მავნებელი ძალა და ეს ძალა როგორ მოვიდა, მოვიდა გადატრიალებით და გაყალბებული არჩევნებით - იქნება ნაჩვენები დოკუმენტებზე დაფუძნებულად.

[...] მეორე საკითხი რაც გამოიკვეთა, ამასაც მივუჩენთ ადგილს შესავალ ნაწილში, სადაც ვიტყვით, სავარაუდოდ, რომ ეს იყო ყველაფერთან ერთად, ანტიქართული რეჟიმი. ეს ცალსახად იკვეთება ჩვენი კვლევის შედეგად. ამჟამად ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, ვმუშაობთ მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი ქართველის შექმნას, რეალურად ჩვენი ერის გადაგვარებას, ამაში წვლილი შეიტანა გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა, რომლებიც გამოთხოვილი გვაქვს ახლა განათლების სამინისტროსგან.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, მისი "საგამოძიებო კომისიის" ანგარიშის წარდგენის დროს.

კომენტარები