ირან-ისრაელის კონფლიქტი

ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული დატვირთვით მუშაობას უბრუნდებიან - საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩო წერს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული დატვირთვით მუშაობას უბრუნდებიან და ფრენების რაოდენობაზე შეზღუდვები მოხსნილია.

"ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:

  • ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული დატვირთვით ფუნქციონირებას უბრუნდებიან;
  •  ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე მოხსნილია ყველა შეზღუდვა;
  •  შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზეც

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.

საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად". - წერს საელჩო.

კომენტარები