ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში 18 პირი დააკავა, რომელთა ნაწილს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები სისტემატურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას, მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე. 

ასევე ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით". - განაცხადა გეკა გელაძემ. 

მისივე ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. 

კომენტარები