ირანი

ირანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

volcanodiscovery.com

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (UGS) ცნობით, ირანში ქალაქ სემნანის სამხრეთდასავლეთით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

UGS-ის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 10 კმ-ს შეადგენდა, ეპიცენტრი კი ქალაქისგან 37 კილომეტრის დაშორებით იყო.

ირანული სამთავრობო მედია, Tasnim ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. 

დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პარალელურად, ირანში ისრაელის საჰაერო იერიშები მიმდინარეობს. 

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

კომენტარები